ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

"ალბათ, სატანჯველად განწირულები ვართ. ეს გხვდა წილად."
― C-3PO[10]

C-3PO (სი-თრიპიო) იყო ორგანიკულ ორგანიზმებთან ურთიერთობისთვის, ეტიკეტისა და პროტოკოლისთვის შემუშავებული სერია 3PO-ს პროტოკოლური დროიდი. იგი ფლობდა კომუნიკაციის ექვს მილიონზე მეტ ფორმას და ათწლეულების განმავლობაში განუვითარდა აუზაურისა და შეშფოთებისკენ მიდრეკილი ხასიათი. კოლეგასთან, ასტრომექანიკოს დროიდ R2-D2-თან ერთად იგი ხშირად მონაწილეობდა გალაქტიკის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებში და გალაქტიკის გადარჩენაში.

ანაკინ სკაიუოკერმა, გარე რგოლის პლანეტა ტატუინზე, ქალაქ მოს-ესპაში მცხოვრებმა მონა ბიჭუნამ C-3PO ააწყო სხვადასხვა სათადარიგო ნაწილისგან. კლონების ომების დროს დროიდი ნაბუს სენატორ პადმე ამიდალას ემსახურებოდა. კლონების ომების დასრულების შემდეგ მისი მეხსიერება დააცარიელეს, თუმცა R2-D2-ს შეუნარჩუნეს. ორივე დროიდი ბეილ ორგანას ცხრამეტი წლის განმავლობაში ალდერაანულ კრეისერ ტანტივი IV-ზე ემსახურებოდა, მის გალაქტიკურ იმპერიასთან დაპირისპირებისას. დაახლოებით ამ პერიოდში 3PO-ს მარჯვენა ფეხზე არასწორი ფირფიტა დაამაგრეს.

C-3PO-ს და R2-ის მჭიდრო კავშირი გაგრძელდა იავინის ბრძოლამდე 0 წელს, როდესაც მათ თავი ამოჰყვეს გალაქტიკურ სამოქალაქო ომში. აჯანყებულთა ალიანსის მეთაურმა, ლეია ორგანამ, მათ დაავალა სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზების ტატუინზე, ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობისთვის გადაცემა. გაიცნეს რა სკაიუოკერის შვილი, ლუკი და კონტრაბანდისტი ჰან სოლო, დროიდებმა პრინცესა ლეია გადაარჩინეს იმპერიის სიკვდილის ვარსკვლავიდან. შემდგომში ისინი მუდმივად იმყოფებოდნენ ამ სამი ადამიანის გვერდით, დიდ დახმარებას უწევდნენ რა იმპერის დამხობაში და გალაქტიკაში თავისუფლების დაბრუნებაში. მნიშვნელოვანია, რომ C-3PO-მ ევოკები დაარწმუნა, დახმარებოდნენ აჯანყებულებს ენდორის ბრძოლისას.

ენდორის ბრძოლის შემდეგ C-3PO ახალი რესპუბლიკის ეპოქაში კვლავ სკაიუოკერს და სოლოს ეხმარებოდა. ენდორის მოვლენებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ იგი ორგანას, ძველი იმპერიის მიზნებისკენ სწრაფვაში მყოფ პირველ ორდენთან დაპირისპირებული სამხედრო ჯგუფ წინააღმდეგობის გენერლის თანაშემწე იყო. ამ დროისთვის განახლდა C-3PO-ს ენების ბაზაც, ამიტომ მას უკვე შეეძლო შვიდ მილიონზე მეტი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება, რომელთა შორის უძველესი სითების დიალექტებიც იყო. რეის იგი ექსეგოლის პოვნაში დაეხმარა, გაშიფრა რა ოჩის ხანჯალზე არსებული სითების ნაწერები. ამისთვის აუცილებელი გახდა მისი მეხსიერების წაშლა. მიუხედავად ამისა, R2-ს მისი მოგონებების უმეტესი ნაწილი შენახული ჰქონდა და, პირველი ორდენის საბოლოო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, C-3PO-მ მეხსიერება ნაწილობრივ აღიდგინა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

  • Star Wars: Build Your Own R2-D2 2
  • Star Wars: Build Your Own R2-D2 3
  • Star Wars: Build Your Own R2-D2 4
  • დართ ვეიდერი: სითი ლორდი

არაკანონიკური წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. StarWars.com Encyclopedia C-3PO (See-Threepio) Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
  2. 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  3. 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
  5. 5.0 5.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური მეგზური
  6. დროიდები საფრთხეში
  7. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
  8. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: პირისპირ
  9. StarWars.com Droids Reunite in Marvel's Star Wars: Dark Droids: D-Squad #1 - Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  11. ვარსკვლავური ომები (2020) 37
  12. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  13. C-3PO (See-Threepio) Databank-ში (არქივის ბმული)
  14. Star Wars Rebels (@starwarsrebels) Facebook-ზე (პუბლიკაცია): "On loan to the Empire and serving as a translator, C-3PO is an unknowing accomplice in R2-D2's secret assignment." (არქივის ბმული) (ეკრანის ანაბეჭდი)
  15. 15.0 15.1 15.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  16. 16.0 16.1 16.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  17. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "დროიდები საფრთხეში"
  18. ვარსკვლავური ომები (2015) 1
  19. 19.0 19.1 19.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  20. მოდგმა
  21. ჯედაის იარაღი: ლუკ სკაიუოკერის თავგადასავალი
  22. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი

დამატებითი ბმულები[]