შინაარსზე გადასვლა

Paleobiology Database

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Paleobiology Database
საიტი საიტი
კომერციულობა არა
საიტის ტიპი ონლაინ-მონაცემთა ბაზა
რეგისტრაცია არჩევითი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
ამჟამინდელი სტატუსი მოქმედი

Paleobiology Database (ქართ. პალეობიოლოგიის მონაცემთა ბაზა), აბრევიატურა PBDB) — ონლაინ-მონაცემთა ბაზა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია ნამარხი ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების გავრცელების, აღმოჩენის ადგილის, დათარიღებისა და კლასიფიკაციის შესახებ.

მონაცემთა ბაზა ჩამოყალიბდა ეკოლოგიური ანალიზისა და სინთეზის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით (ინგლ. National Center for Ecological Analysis and Synthesis, NCEAS). 2000-2015 წლებში ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფინანსდებოდა. პროექტმა აგრეთვე მიიღო ავსტრალიის კვლევითი საბჭოს მხარდაჭერა.

2000-2010 წლებში ის განთავსებული იყო ეკოლოგიური ანალიზისა და სინთეზის ეროვნულ ცენტრში,[1] რომელიც დისციპლინათშორისი კვლევითი ცენტრია სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის ფარგლებში. ამჟამად ის განთავსებულია ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. National Center for Ecological Analysis, an overview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-19. ციტირების თარიღი: 2014-05-20